imedi /  05 მაისი 2017, 19:06 / სანდო წყარო

მეცნიერები: გინება ადამიანს აძლიერებს

ფსიქოლოგმა რიჩარდ სტივენმა გინების დადებითი ეფექტის შესახებ ილაპარაკა და დაამტკიცა, რომ ის ადამიანს უფრო ძლიერს ხდის. ინფორმაციას ავრცელებს The Independent-ი.

ექსპერიმენტის შედეგად, დადგინდა, რომ ფიზიკური სამუშაოს შესრულება, გაცილებით იოლია, თუ პროცესში უცენზურო სიტყვებს ვიყენებთ.

პროფესორის თქმით, ბილწსიტყვაობის დროს სტრესისთვის განკუთვნილი ნერვული დაბოლოებების სტიმულაცია ხდება. ამრიგად, ადამიანები უფრო აქტიურ მუშაობას იწყებენ და შესაბამისად ძლიერდებიან.

აღსანიშნავია, რომ რიჩარდ სტივენს 2010 წელს „შნობელის“ პრემია გადასცეს - ეს არის „ნობელის პრემიის“ პაროდია, სადაც სხვადასხვა მეცნიერებს „სასაცილო“ მიღწევებში ჯილდოს აძლევენ. 

კომენტარები ()