imedi /  13 მაისი 2017, 18:53 / სანდო წყარო

Bentley სპეციალურად ვეგეტარიანელებისთვის ავტომობილებს გამოუშვებს

Bentley სპეციალურად ვეგანებისთვის სოკოსა და მედუზის ზედაპირიან ავტომობილებს გამოუშვებს. ამის შესახებ Foxnews-ი იტყობინება.

კომპანია უკვე იწყებს მუშაობას სპეციალური ზედაპირის მქონე სალონზე, რომელიც დამზადებული იქნება სოკოსა და მედუზებისგან. ეს გადაწყვეტილება კოპანიამ ვეგანი მყიდველების მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. 

"ეს იქნება სენსაცია - ტყავი დამზადებული პროტეინის ბაზაზე, სოკოს ტყავისგან და მედუზისგან",- განაცხადა კომპანიის მენეჯერმა.

კომენტარები ()