Imedi /  15 მაისი 2017, 12:31 / სანდო წყარო

ყველაზე მძიმე ამერიკულ რაკეტას 2019 წელს გაუშვებენ

აშშ-ის ყველაზე მძიმე რაკეტა SLS (Space Launch System) პილოტების გარეშე 2019 წელს გაფრინდება. ამის შესახებ გამოცემა UPI  NASA-ს მოქმედ ხელმძღვანელ რობერტ ლაიტფუტზე დაყრდნობით ავრცელებს. 

SLS-ის პილოტირებული მისია კი, 2022 წელს შედგება. ამისთვის ორგანიზაცია უფრო ძლიერ სარაკეტო ვერსიას შექმნის. რაკეტა SLS და მისი ხომალდი Orion-ი ვრცელ კოსმოსში გაფრენისთვისაა განკუთვნილი, კერძოდ მთვარეზე, ასტეროიდებზე და მარსზე. 

რაკეტის ასაგებად ორგანიზაციამ 26 მილიარდი დოლარი დახარჯა.

კომენტარები ()