Imedi /  15 მაისი 2017, 16:10 / სანდო წყარო

ექსპერტები MP3-ის სიკვდილს აანონსებენ

ფრაუნჰოფერის ინტეგრალური მიკროსქემების საზოგადოებამ ციფრული აუდიო კოდირების ფორმატი MP3-ის მოქმედების ვადის გასვლის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა Gizmodo.

დეველოპერებმა პროგრამის განვითარებასა და სალიცენზიო მოსაკრებელის შეწყვეტა გადაწყვიტეს, შესაბამისად პროგრამის მხარდაჭერა სამომავლოდ შეჩერდება.

სპეციალისტების მტკიცებით, მისი შემცვლელი ფორმატი ААС გახდება, რომელიც ასევე ფრაუნჰოფერის ინსტიტუტმა 1997 წელს შეიმუშავა.

„უმეტესობა მედიასერვისი თანამედროვე ფორმატ ISO-MPEG-ის იყენებს. განსხვავებით MP3-ისგან მათ უფრო მეტი შესაძელობა აქვთ და ხმის უკეთესი ხარისხიც“, - წერია ინსტიტუტის ოფიციალურ განცხადებაში. ისინი მადლობას უხდიან საზოგადოებას, რომელმაც MP3 მსოფლიოს ყველაზე დიდ აუდიოფორმატად აქცია. 

კოდეკი MP3 (MPEG-1 Audio Layer 3) 1993 წელს შეიმუშავეს. ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ციფრული აუდიო კოდირების ფორმატია. 

კომენტარები ()