imedi /  16 მაისი 2017, 23:42 / სანდო წყარო

ვარსკვლავის ახალი მინიმალური წონა განისაზღვრა

ამერიკელმა ასტროფიზიკოსებმა ვარსკვლავის შესაძლო მინიმალური წონა შეაფასეს. კვლევის წინასწარი ბეჭდური ვერსია arXiv.org-ზეა შესაძლებელი, თუმცა კვლევას ყურადღებას გამოცემა New Scientist-იც უთმობს.

მეცნიერთა შეფასებით, ობიექტებს, რომლებიც მზეზე 15-ჯერ მსუბუქია (ან იუპიტერზე 70-ჯერ მძიმე), მაინც შეუძლიათ იმდენი ენერგიის გამოცემა, რომ ტრილიონობით წლის განმავლობაში იკაშკაშონ და ვარსკვლავებად ჩაითვალონ.

ასეთი მანათობლების წიაღში თერმობირთვული რეაქციები წარიმართება, რაც მათ ყავისფერი ჯუჯებისგან - ციური სხეულებისგან განასხვავებს, რომლებსაც ვარსკვლავებსა და პლანეტებს შორის შუალედური პოზიცია აქვთ.

ამ დასკვნამდე ასტროფიზიკოსები მას შემდეგ მივიდნენ, რაც 37 წითელი (ყველაზე მსუბუქი და მკრთალი ვარსკვლავები) და ყავისფერი ჯუჯას წონა განსაზღვრეს. ამან მათ საშუალება მისცა ვარსკვლავის წონის ყველაზე დაბალი ზღვარი გაეგოთ, რომელიც უფრო ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ეგონათ.

კომენტარები ()