imedi /  17 ივნისი 2017, 15:28 / სანდო წყარო

მეცნიერი: 21-ე საუკუნის მთავარი იარაღი ხელოვნური ინტელექტი იქნება

ფრანგმა მეცნიერმა ჟან კრისტოფერ ბონიმ, Kaspersky Geek Picnic-ის ფესტივალზე განაცხადა, რომ 21-საუკუნის მთავარი იარაღი არა ბირთვული, არამედ ხელოვნური ინტელექტია. ამის შესახებ ინფორმაციას Chelorg-ი ავრცელებს. 

"ნელსონ მანდელამ 1995 წელს დაწერა, რომ 21-ე საუკუნის მთავარი იარაღი განათლება გახდება, რომელიც მასობრივი განადგურების ბირთვულ იარაღს ჩაანაცვლებს. ჩემი აზრით კი, ამ საქმეს ხელოვნური ინტელექტი მოაგვარებს - მათი მუშაობისთვის, განსხვავებით ბომბისგან, არ არის საჭირო ურანი ან ქარხნები, მხოლოდ მონიტორი და ელექტროენერგია", - განაცხადა ფრანგმა მეცნიერმა. 

როგორც ბონი აღნიშნავს, ხელოვნური ინტელექტის სისტემის აწყობის პროცესსზე თვალთვალი თითქმის შეუძლებელია. ამას თვითონ ატომური უწყებების სამსახურები აკონტროლებენ, ამიტომ "სუპერიარაღის" გამოჩენის წინასწარმეტყველება ფაქტობრივად შეუძლებელია. 

"ფრანგი პოლიტიკოსები, ისევე როგორც ისრაელი და სხვა ქვეყნები, უარყოფენ ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინტერესს, თუმცა შესაძლოა ეს მოსაზრება აბსოლუტური ჭესშმარიტება არ აღმოჩნდეს", - განმარტავს მკლევარი. 

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დისკუსიები გრძელდება. 28 აპრილს, პეკინის ვიდეოკომფერენციაზე ბრიტანელმა მეცნიერებმა სტივენ ჰოკინგმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა ცივილიზაციის დაღუპვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდეს. სტივენ ჰოკინგს მიაჩნია, რომ ტექნოლოგიური მიღწევები იწვევენ ადამიანის დეგრადაციას და წლებთან ერთად, ადამიანი ბუნების წინაშე უსუსურ არსებად იქცევა. 

კომპანია PricewaterhouseCoopers-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარება მომავლ 15 წელიწადში ბრიტანელებს მილიონობით სამსახურს წაართმევს.

კომპანია Microsoft-ის დამაარსებელი ბილი გეიტსი 18 თებერვალს რობოტების დაბეგვრის ინიციატივით გამოვიდა. მილიარდერმა აღნიშნა ისიც, რომ რობოტების დაბეგვრით მიღებული სახსრები ღარიბებზე, უმუშევრებსა და ინვალიდ ბავშვებზე უნდა გადანაწილდეს.

კომენტარები ()