imedi /  17 ივნისი 2017, 17:40 / სანდო წყარო

მეცნიერებმა დიაბეტის ჭრილობებთან ბრძოლისათვის ანტიოქსიდანტი შექმნეს

ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფიზიკა-ბიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა თაგვებზე ჩატარებული კვლევებით, ანტიოქსიდანტი დატესტეს, რომელიც ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტის მეორე ფორმის მქონე ავადმყოფებში ჭრილობების შეხორცებას. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალშია Oxidative Medicine and Cellular Longevity გამოქვეყნებული.

შაქრიანი დიაბეტის მეორე ფორმისთვის დამახასიათებელია ფეხის ქვედა კიდურებზე ქსოვილის დაზიანება, რომელიც შემდეგ ჭრილობაში გადაიზრდება და არ ხორცდება. ხშირად, ერთადერთი გამოსავალი ქირურგიული ჩარევაა, თუმცა არის შემთხვევები, როცა ქირურგიული ოპერაციებიც წარუმატებელია და ავადმყოფები ამ ჭრილობების შედეგად იღუპებიან.

ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ თაგვებს, რომლებსაც შაქრიანი დიაბეტის მეორე ფორმა ჰქონდათ და რომელთა სხეულში ანტიოქსიდანტი SkQ1 შეყავდათ, ჭრილობები უხორცდებოდათ. ეს ანტიოქსიდანტი არა მხოლოდ აუმჯობესებს ჭრილობის შეხორცებას, არამედ ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას.

ანტიოქსიდანტი SkQ1 მეცნიერის ვლადიმერ სკულაჩაევის მიერ არის შექმნილი. ეს მეცნიერი ცნობილია თავისი კვლევებით, რომელიც ადამიანის ორგანიზმის დაბერების საწინააღმდეგო პროცესებს ეხება.

ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა სათავე დაუდოს ისეთი პრეპარატის შექმნას, რომელიც დიაბეტით დაავადებულებისთვის ჭრილობების შეხორცების პრობლემას გადაჭრის.

კომენტარები ()