imedi /  18 ივნისი 2017, 23:22 / სანდო წყარო

iPhone-ის პროცესორების შემქმნელი სამუშაოდ Google-ში გადავიდა

Apple-ში მუშაობის 8-წლიანი სტაჟის შემდეგ, iPhone-ის პროცესორების ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი მანუ გულატი Google-ში წავიდა სამუშაოდ. ინფორმაციას გამოცემა Variety ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მანუ გულატი Google-ში წამყვანი ინჟინერის თანამდებობაზე დაინიშნა და ის Pixel-ის სმარტფონისთვის შექმნის პროცესორს.

გამოცემა წერს, რომ კომპანია Apple-ს  გულატის მონაწილეობით შექმნილი პროცესორებისა და სხვა ტექნოლოგიების 15-მდე პატენტზე აქვს განაცხადი წარდგენილი. 

Apple-ის გარდა, მანუ გულატს ნამუშევარი აქვს კომპანიებში AMD და Broadcom.

გულატის მიერ Apple-ში შექმნილი ერთ-ერთი პირველი პროცესორი A4 იყო, რომელიც ჩამონტაჟებულია მეორე თაობის ორიგინალ iPad, iPhone 4-სა და Apple TV-ში.

გავრცელებული ინფორმაციით, Google-მა საკუთარ მოწყობილობაზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო. ამბობენ, რომ კომპანია სმარტფონების წარმოების გაზრდას გეგმავს. 

კომენტარები ()