imedi /  19 ივნისი 2017, 12:51 / სანდო წყარო

SpaceX-ი 48 საათის განმავლობაში ორ რაკეტას გაუშვებს

Falcon 9

ამერიკული კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ 48 საათის განმავლობაში კოსმოსში ორი რაკეტა Falcon 9 აფრინდება. 

"თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ამ კვირის უქმეებზე, 48 საათის განმავლობაში ორ Falcon 9-ს გავუშვებთ", - დაწერა ბიზნესმენმა 

ცნობილია, რომ 23-24 ივნისის გეგმით, რაკეტამ ბულგარეთისთვის, თანამგზავრი BulgariaSat-1-უნდა გაუშვას. 

2017 წელს SpaceX-მა წარმატებით გაუშვა შვიდი Falcon 9- რაკეტა. მათგან ერთ-ერთი კალიფორნიის ბაზიდან, ხოლო დანარჩენები - კანავერალიდან. 

კომენტარები ()