imedi /  19 ივნისი 2017, 15:07 / სანდო წყარო

Microsoft-ი Apple-ს იდეების მოპარვაში ადანაშაულებს

Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რაიან გევინმა განაცხადა, რომ Apple-მ, iPad Pro, მათი შექმნილი Surface-ის შემდეგ შექმნა, რითაც მათი იდეა "დააკოპირა". ინფორმაციას ავრცელებს CNET.

"ჩვენ უკვე მრავალი წელია ვსწავლობთ და ვავითარებთ ჩვენს მოწყობილობებს, თუმცა როდესაც ჩვენ Surface გამოვუშვით, მის მიმართ მსოფლიოს სკეპტიკური განწყობა ჰქონდა, მათ შორის Apple-საც. მიუხედავად ამისა, ისინი ჩვენს გზას გაყვნენ. iPad Pro - ამის ნათელი მაგალითია", - განაცხადა გევინმა. 

Apple-მა iPad Pro WWDC 2017-ის გამოფენაზე ივნისის დასაწყისში წარადგინა. ახალი პლანშეტის ეკრანი 10,5 დუიმიანია და ასევე პროცესორი A10X. 

კომენტარები ()