Imedi /  12 ივლისი 2017, 15:51 / სანდო წყარო

ყველაზე ზარმაცი და აქტიური ქვეყნები სმარტფონებით გამოავლინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა 700 000 სმარტფონიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად ადამიანების ფიზიკური აქტივობის შესახებ გლობალური მონაცემები შეაგროვეს.

საშუალო სტატისტიკური ადამიანი 24 საათში საშუალოდ 4 961 ნაბიჯს დგამს. ფიზიკურ აქტივობაში პირველი ადგილი ჰონგკონგელებმა დაიკავეს - 6 880 ნაბიჯით, ყველაზე ზარმაცები კი, ინდონეზიელები აღმოჩნდნენ - 3 513 ნაბიჯით. ჩინეთი - 6 189, იაპონია - 6 010, ესპანეთი - 5 936, დიდი ბრიტანეთი - 5 444, ბრაზილია -  4 289.

იაპონიაში ქალები და კაცები თანაბრად აქტიურები არიან, საუდის არაბეთში - ქალები ნაკლებად აქტიურები. ნიუ-იორკში და სან-ფრანცისკოში ფეხით ბევრს დადიან, მემფისში და ჰიუსტონში უფრო ტრანსპორტით გადაადგილდებიან. ფეხით ბევრს დადიან იქ, სადაც ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი.

ეს მონაცემები სიმსუქნესთან (გაცხიმოვნება, ჭარბწონიანობა) ბრძოლაში გამოდგება, ასევე - ქალაქების დაგეგმარებაში.

სმარტფონების უმრავლესობა ნაბიჯების რაოდენობას აპლიკაცია Argus-ით აფიქსირებს.

კომენტარები ()