Imedi /  13 ივლისი 2017, 18:06 / სანდო წყარო

შექმნეს პოლიეთილენი, რომელიც მალე იხრწნება

რუსმა მეცნიერებმა შექმნეს პოლიეთილენი, რომელიც მალე იხრწნება, გარემოს ზიანს არ აყენებს და ეკოლოგიურად უსაფრთხოა. მასალის შემადგენლობაშია ინდუსტრიული ნარჩენები - მცენარეული ჩენჩო.

პოლიეთილენის უტილიზაცია გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყაროა და ცხოველების სიცოცხლესაც იწირავს. ბიოლოგებმა დაადგინეს, რომ მწერებმა პოლიეთილენის გადამუშავება ისწავლეს.

საქართველოში პლასტიკური და არაბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტი და წარმოება 2018 წლიდან აიკრძალება.

კომენტარები ()