imedi /  16 ივლისი 2017, 19:24 / სანდო წყარო

რობოტი პოეტი ლექსებს პლაჟის ქვიშაზე წერს

დიზაინერმა და პროგრამისტმა იუსი ლიუმ შექმნა რობოტი პოეტი, რომელიც ლექსებს პლაჟის ქვიშაზე წერს.

რობოტს უყვარს ზღვის ცქერა, ტალღების, ჩიტების და ბავშვების ხმების მოსმენა, ასევე - განმარტოება, მორიგი შედევრის შესაქმნელად. აკვირდება, როგორ შლიან მის სიტყვებს ტალღები.

იუსი ლიუმ რობოტი ედინბურგის უნივერსიტეტში სწავლის დროს, ინფორმატიკაში დისერტაციისთვის შექმნა.

კომენტარები ()