imedi /  16 ივლისი 2017, 21:23 / სანდო წყარო

ჩინეთმა უპილოტო სამხედრო თვითმფრინავი გამოსცადა

ჩინეთმა უპილოტო სამხედრო თვითმფრინავი CH-5 გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ ვიდეოსთან ერთად გაავრცელა.

სატესტო გაშვება, 14 ივლისს, ჩინეთის პროვინცია ხებეიდან განხორციელდა და უპილოტო თვითმფრინავმა 20 წუთის განმავლობაში იფრინა.

შემქმნელების თქმით, CH-5-ს ფრენა 60 საათის განმავლობაში, ხოლო სამართავი პულტის ადგილიდან 10 ათასი კილომეტრის რადიუსში შეუძლია. წარმოდგენისთვის, დაახლოებით ამდენი მანძილია პეკინსა და ლოს-ანჯელესს შორის.

უპილოტო თვითმფრინავს, ასევე, 1 ტონამდე ტვირთის გადატანა შეუძლია, მათ შორის 24 რაკეტის.

 

კომენტარები ()