imedi /  16 ივლისი 2017, 23:11 / სანდო წყარო

მეცნიერები შშმ პირებისთვის გადაადგილების ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობენ

რა მოხდება მაშინ, როდესაც თქვენი სხეული სისტემურ განახლებას მოგთხოვთ და არის თუ არა საშიშროება რობოტებმა ადამიანები ჩაანაცვლონ. სფეროს სპეციალისტები განმარტავენ, რომ ამ სცენარის განვითარებას ათწლეულები გვაშორებს, თუმცა, რა მოხდება მაშინ, თუ ადამიანები რობოტებად გადაქცევას მოისურვებენ? კონცეფციაზე მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ბიომექნიკოსების ჯგუფი მუშაობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პროფესორი ჰიუ ჰერი განმარტავს, რომ მათ მიზანს ტექნოლოგიური და მეცნიერული გარემოებების შერწყმა წარმოადგენს, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რიცხვს საგრძნობლად შეამცირებს.

კერძოდ, საქმე შეეხება დამბლისა და კიდურის ამპუტაციის შემთხვევებს. პროფესორთა ჯგუფი ამ ეტაპზე ტექნოლოგიების ნერვული სისტემისგან დამოუკიდებლად მუშაობას აკვირდება. კონკრეტულად კი ტექნოლოგიას, რომელიც კოჭ-წვივის სახსართან პარალელურ რეჟიმში, ტვინისგან დამოუკიდებლად იმუშავებს. მათი აზრით, ტექნოლოგიური მიღწევა ადამიანების ცხოვრებას გაამარტივებს. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ბიომექანიკოსთა ჯგუფი განმარტავს, რომ წარმატების მიღწევის შემთხვევაში ეს ადამიანის ფსიქოლოგიაში ინტეგრაციის ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება.

კომენტარები ()