Imedi /  17 ივლისი 2017, 12:22 / სანდო წყარო

პლუტონსა და ქარონზე გადაფრენის ახალი ვიდეო გავრცელდა

NASA-მ პლუტონსა და ქარონზე ფრენის ახალი ვიდეო წარმოადგინა. კადრები, სადგური New Horizons-ის მიერ გამოგზავნილი. 

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ახალი მონაცემებით შესაძლებელი გახდა ციური სხეულიების უფრო ახლოდან დანახვა. 

თებერვალში, New Horizons-ის ხელმძღვანელმა, ალან სტერნმა, საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირ МАС-ს ახალი შეთავაზებით მიმართა, რომელშიც სიტყვა „პლანეტის“ მნიშვნელობის შეცვლაზე ისაუბრა. სპეციალისტების აზრით, ამ სიტყვის განზოგადებით შესაძლებელი გახდება პლუტონისთვის პლანეტის სტატუსის დაბრუნება, რომელიც მას 2006 წლამდე ჰქონდა.

ორბიტის გასუფთავების პირობის შეცვლის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება პლუტონი ისევ პლანეტად იქცეს, ისევე როგორც ბუნებრივი თანამგზავრი ქარონი.

კომენტარები ()