Imedi /  17 ივლისი 2017, 16:31 / სანდო წყარო

მეცნიერებმა კროსვორდს და ჯანმრთელ ტვინს შორის კავშირი აღმოაჩინეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა კროსვორდების ამოხსნას და ჯანმრთელ ტვინს შორის კავშირი აღმოაჩნეს. სპეციალისტები, ლონდონის საერთაშორისო კონფერენცია AAIC 2017-ზე ამ პროექტით წარდგნენ

მეცნიერებმა, 50 წლამდე 17 ათასი ჯანმრთელი ადამიანი გამოკითხეს და გარდა ამისა, რამდენიმე დავალება შეასრულებინეს. კვლევით დადგინდა, რომ ყოველდღიურად სხვადასხვა თავსატეხის ამოხსნით, მათ შორის კროსვორდებით, ტვინი გაცილებათ ჯანმრთელი და აქტიური ხდება. 

"ჩვენ აღმოვაჩინეთ კავშირი, კროსვორდების ამოხსნის წარმატებასა და ადამიანის ლოგიკური აზროვნებას შორის", - განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა კიტ ვენესმა. მისი თქმით, 35 წელს გადაცილებული მოხალისეები, რომლებიც ხშირად წყვეტდნენ თავსატეხებს, არაფრით ჩამოუვარდებოდნენ მათზე 10 წლით უმცროსებს. 

კომენტარები ()