imedi /  17 ივლისი 2017, 21:34 / სანდო წყარო

Apple-ის ყოფილი კრეატიული დირექტორი iPhone-ს მარცხს უწინასწარმეტყველებს

Apple-ის ყოფილი კრეატიული დირექტორი ჰიუ დაბერლი iPhone-ს მარცხს უწინასწარმეტყველებს. მისი თქმით, კომპანიაში სტივ ჯობსის ეპოქა დასრულდა. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.

ჰიუ დაბერლის თქმით, Apple-ი სმარტფონების ბაზარზე Samsung-თან კონკურენციას წააგებს.

"საქმე ის კი არ არის, რომ Samsung-ი გახდა უკეთესი, არამედ ის, რომ Apple მთლიანად შეიცვალა. იდეები, რომლებიც სტივ ჯობსმა დატოვა, დასრულდა", - ამბობს Apple-ის ყოფილი კრეატიული დირექტორი. მისი აზრით, Apple-მა განსაკუთრებული და ინოვაციური პროდუქტი უნდა შექმნას, რათა Galaxy S8-ს აჯობოს.

ახალი iPhone 8-ის პრეზენტაცია შემოდგომაზე არის დაგეგმილი. მანამდე, სმარტფონის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ცნობები ვრცელდება. მაგალითად, ბოლოს ცნობილი გახდა, რომ Apple iPhone 8-ის კამერისთვის ლაზერული სენსორის შექმნაზე მუშაობს, ეს გაზრდის გადაღების ხარისხს და ობიექტის გამოსახულებასაც გააუმჯობესებს. ასევე ლაპარაკია, უსადენო დამუხტვის ფუნქციის შესახებაც.

ის, თუ როგორ იქმნებოდა iPhone-ი სტივ ჯობსის სიცოცხლის პერიოდში, ამის შესახებ სტატიის წაკითხვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

კომენტარები ()