imedi /  06 აგვისტო 2017, 18:24 / სანდო წყარო

წითელ პლანეტაზე მოსიარულე მარსის როვერმა საკუთარ თავს Happy Birthday უმღერა

2012 წლის 5 აგვისტოს მარსის როვერი Curiosity წითელ პლანეტაზე დაჯდა. მას შემდეგ ის დედამიწაზე ფოტომასალას აგზავნის, რომელიც მეცნიერებს მარსის შესწავლაში ეხმარება.

გუშინ მარსის როვერის მარსზე დაჯდომიდან 5 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, როვერის პროგრამაში დაბადების დღისადმი მიძღვნილი სიმღერა Happy Birthday ჩაიტვირთა. წითელ პლანეტაზე მოსიარულე როვერმაც საკუთარ თავს Happy Birthday უმღერა. ამის შესახებ ABC News-ი წერს.


კომენტარები ()