imedi /  07 აგვისტო 2017, 12:00 / სანდო წყარო

Google-ის ინჟინრები: ქალები ტექნიკური სამსახურისთვის არ გამოდგებიან

Google-ის თანამშრომლები კომპანიის ვიცეპრეზიდენტის ახალი ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც სამუშაოზე გენდერული ბალანსის დაცვას ემხრობა. ტექნიკური მიმართულების ინჟინერების თქმით, ქალს არ შეუძლია მაღალტექნოლოგიურ საქმეზე მუშაობა.

"კმარა იმაზე ლაპარაკი, თითქოს რაღაც სფეროების მიმართ, ორგანიზაციებს სექსისტური მიდგომები აქვთ", - წერია Google-ის ინჟინერების სტატიაში.

მათი თქმით, ქალებისა და კაცების უნარები ტექნიკური საკითხების მიმართ, ძირითად შემთხვევაში განსხვავდება. "ქალებს ურჩევნიათ სოციალურ და ხელოვნებასთან დაკავშირებულ სფეროებში მუშაობა, როდესაც კაცებს "კოდირება" უყვართ", - წერენ უცნობი ავტორები.

სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოცქსელებშიც. საძიებო სისტემის ხელმძღვანელმა დენიელ ბრაუნმა განაცხადა, რომ გავრცელებული სტატია არ არის კომპანიის პოზიცია. "მრავალფეროვნება - ჩვენი კულტურისა და ფასეულობების დიდი ნაწილია, რომლის კულტივირებასაც განვაგრძობთ", - აცხადებს ბრაუნი.

კომენტარები ()