imedi /  07 აგვისტო 2017, 14:06 / სანდო წყარო

აფრიკის პირველი თანამგზავრი კოსმოსშია

GhanaSat-1

განის პირველი კოსმოსური თანამგზავრი GhanaSat-1, დედამიწის ორბიტაზეა და უკვე დაიწყო მონაცემების გამოგზავნა, ამის შესახებ გამოცემა TechCrunch-ი წერს.

GhanaSat-1 ქალაქ კოფორიდუმში არსებულმა "ყველა ეროვნების უნივერსიტეტმა" დააარსა. აპარატის მოწყობისთვის დაახლოებით 2 წელი და 50 ათასი დოლარი დაიხარჯა. ამასთან, მათ იაპონური კოსმოსური ორგანიზაცია JAXA აფინანსებდა.

"ამ თანამგზავრს ორი მისია აქვს. მის ბორტზე დამაგრებულია კამერები, რათა მან განის ნაპირების მონიტორინგი განახორციელოს და გარდა ამისა, მისგან გამოგზავნილი ცნობები, სკოლის პროგრამაში გვინდა შევიტანოთ", - აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი რიჩარდ დამოა.

კომენტარები ()