imedi /  07 აგვისტო 2017, 19:56 / სანდო წყარო

რობოტი Atlas-ი პრეზენტაციის დროს სცენიდან გადმოვარდა

კომპანია Boston Dynamics-ის მიერ შექმნილი რობოტი "ატლასი" პრეზენტაციის დროს სცენიდან გადმოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Gizmodo ავრცელებს.

შემთხვევა 2017 წლის ივნისში მოხდა, თუმცა სოციალურ ქსელში ეს თემა აქტუალური დღეს გახდა. 

პრეზენტაციაზე Boston Dynamics-ი რობოტ "ატლასის" შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენდა, რომელიც დავალებებს დამოუკიდებლად, სპეციალური ოპერატორის მართვის გარეშე ასრულებდა. ინჟინრების მიზანი იყო საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, თუ როგორ შეუძლია რობოტს ნივთები დამოუკიდებლად გადაადგილოს. ორიენტირში მას დამონტაჟებული კამერები ეხმარებოდა.

პრეზენტაციაზე კიდევ ერთი რობოტი, ოპერატორის პულტით მართვადი SpotMini წარადგინეს. SpotMini-ს "ატლასისთვის" ხელში ყუთი უნდა მიეწოდებინა. რობოტებმა დაკისრებულ მოვალეობას თავი წარმატებით გაართვეს, რის შემდეგაც ისინი სცენიდან გასასვლელად გაემზადნენ. SpotMini-მ სცენა უპრობლემოდ დატოვა, თუმცა "ატლასმა", რომელსაც ამ დროს უკვე ოპერატორი მართავდა", წონასწორობა დაკარგა და სცენიდან ჩამოვარდა.

კომენტარები ()