imedi /  08 აგვისტო 2017, 10:36 / სანდო წყარო

სექსისტური სტატიის გამო Google-ის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

Google-ის თანამშრომელი, რომელიც ამბობდა, რომ ქალების ადგილი ტექნოლოგიების სფეროში მათი ბიოლოგიიდან გამომდინარე არ არის, სამსახურიდან დაითხოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

უცნობი პროგრამისტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ეწერა, რომ ქალებისა და კაცების უნარები ტექნიკური საკითხების მიმართ, ძირითად შემთხვევაში, განსხვავდება. "ქალებს ურჩევნიათ სოციალურ და ხელოვნებასთან დაკავშირებულ სფეროებში მუშაობა, როდესაც კაცებს "კოდირება" უყვართ".

საძიებო სისტემის ხელმძღვანელმა დენიელ ბრაუნმა განაცხადა, რომ გავრცელებული სტატია არ არის კომპანიის პოზიცია. "მრავალფეროვნება - ჩვენი კულტურისა და ფასეულობების დიდი ნაწილია, რომლის კულტივირებასაც განვაგრძობთ", - აცხადებს ბრაუნი.

კომენტარები ()