imedi /  09 აგვისტო 2017, 16:08 / სანდო წყარო

ქიმიოთერაპიის პრეპარატს ოქროსგან დაამზადებენ

ონკოლოგიურ დაავადებებს ქიმიოთერაპიით ებრძვიან. ქიმიური პრეპარატები ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან ტოქსიურია. მეცნიერები ამბობენ, შეიქმნება დაბალი ტოქსიურობის ქიმიური პრეპარატები, მაგალითად - ოქროსგან.

ოქროს ახალი ქიმიური თვისებების აღმოჩენა ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებს ეკუთვნით. ახალი ქიმიური პრეპარატი ოქროს ნანონაწილაკებისგან დამზადდება.

ლითონის ნაწილაკების წამლებში გამოყენება ახალი არ არის და არაერთი კვლევაც ჩატარდა. ნანონაწილაკები სიმსივნესთან ბრძოლაში ორიენტირები და მიმზიდველები არიან ან წამლის მიმტანები.

შოტლანდიელმა მეცნიერებმა კი აღმოაჩინეს, რომ ნანონაწილაკებს ეფექტის გაძლიერებაც შეუძლიათ და ოქრო რეაქციებს აჩქარებს. შესაძლებელი გახდება წამლის მხოლოდ სიმისივნემდე მიტანა, რაც ტოქსიურობას გამორიცხავს.

კომენტარები ()