imedi /  09 აგვისტო 2017, 21:15 / სანდო წყარო

Sarahah-ი, აპლიკაცია, რომლითაც მილიონობით ადამიანი სარგებლობს

Sarahah-ი ახალი აპლიკაციის სახელია, რომელმაც ინტერნეტ სივრცე დაიპყრო და საქართველოში პოპულარულობა განსაკუთრებით სწრაფად მოიპოვა.

აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნას საკუთარი გვერდი და ამ გვერდზე ანონიმური შეტყობინებები მიიღონ.

Sarahah-ი საუდის არაბეთში შეიქმნა და არაბულად გულწრფელობას ნიშნავს. დღეის მონაცემებით ანონიმური შეტყობინებების აპლიკაციით უკვე 300 მილიონზე მეტი მესიჯი გაიგზავნა.

კომენტარები ()