imedi /  10 აგვისტო 2017, 17:46 / სანდო წყარო

მეცნიერებმა კომპიუტერის სისტემა დნმ-ით გატეხეს

სიეტლის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერებმა დნმ-ში ჩაწერეს ინფორმაცია, რომელიც კომპიუტერული სისტემის გატეხას სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას MIT Technology Review აქვეყნებს.

მეცნიერებმა ნუკლეინის მჟავის ჯაჭვში, რომელიც 176 ნუკლეოდიტისგან შედგება, კოდირებული ბრძანება ჩაწერეს. შემდეგ ეს მოლეკულები  მოათავსეს სპეციალურ სეკვენსერში - მოწყობილობაში, რომელიც ნუკლეოტიდის მიმდევრობას განსაზღვრავს. 

მანქანამ წაკითხული დნმ ნულებისა და ერთიანების სახით დაიმახსოვრა, ამასთან წარმოიქმნა ბუფერული გადაჭარბება - კომპიუტერულმა პროგრამამ დაიწყო ინფორმაციის ჩაწერა არსებული მეხსიერების მიღმაც, რამაც ავარიული დასასრული გამოიწვა. ამან კი თავის მხრივ მკვლევრებს საშუალება მისცა, ოპერაცია საკუთარი ანგარიშიდან განეხორციელებინათ. 

საბოლოოდ მათ სისტემაზე კონტროლი მოიპოვეს და აღნიშნეს, რომ გატეხისთვის საჭირო გახდა კომპიუტერის უსაფრთხოების ფუნქციის გათიშვა.

კომენტარები ()