imedi /  10 აგვისტო 2017, 19:24 / სანდო წყარო

იაპონიაში შიმპანზეებს თამაში "ქვა, მაკრატელი, ქაღალდი" ასწავლეს

კიოტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შიმპანზეებს თამაში "ქვა, მაკრატელი, ქაღალდი" ასწავლეს. ამის შესახებ ჟურნალი Primates-ი წერს.

ექსპერიმენტში 7 მაიმუნი მონაწილეობდა. მათ წინ ეკრანი დაამონტაჟეს, სადაც ქაღალდისა და ქვის გამოსახულება ჩნდებოდა. შიმპანზეებს სთავზობდნენ, ერთ-ერთი აერჩიათ. სწორი არჩევანის შემთხვევაში მათ აჯილდოვებდნენ.

ეს პროცესი კი მანამდე გაგრძელდა, სანამ ცხოველები არ მიხვდნენ, რომ ქაღალიდ უნდა აერჩიათ. ამის შემდეგ უკვე ეკრანზე ქვის და მაკრატლის და მაკრატლისა და ქაღალდის კომბინაციებიც გამოჩნდა.

თამაშის წესების გააზრება 7 შიმპანზედან 5-მა შეძლო. ამისთვის კი მათ საშუალოდ 307 მცდელობა დასჭირდათ.

კომენტარები ()