imedi /  11 აგვისტო 2017, 12:27 / სანდო წყარო

მეცნიერებმა გაახალგაზრდავების მარტივ მეთოდს მიაგნეს

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დაბალკალორიული დიეტა ხელს უწყობს სიცოცხლის ბიოლოგიური რიტმის შენარჩუნებას და ეწინააღმდეგება დაბერების პროცესს. კვლევის დეტალების სრულად ნახვა ვებგვერდზე EurekAlert-ზეა შესაძლებელი.

კვლევა მღრნელებზე ჩატარდა. იმ თაგვებს, რომლებსაც 6 თვის განმავლობაში ნაკლები კალორიის საკვები ეძლეოდათ, მათი ბიოლოგიური საათი უფრო ნელა მოძრაობდა და შესაბამისად, მათი დაბერების პროცესიც ფერხდებოდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ იგივე მექანიზმი მოქმედებს ადამიანებშიც.

კომენტარები ()