imedi /  12 აგვისტო 2017, 18:08 / სანდო წყარო

Facebook-მა ჩინეთისთვის საიდუმლო აპლიკაცია გაუშვა

Facebook-მა აკრძალვის გვერდის ავლით ჩინეთში ფოტოების გაცვლის აპლიკაცია Colorful Ballons-ი გაუშვა. ამის შესახებ New York Times-ი წერს. 

გამოცემის ცნობით, აღნიშნული აპლიკაცია ვიზუალურად და ფუნქციურად Facebook Moments-ს ჰგავს.

თავად Facebook-ის ადმინისტრაციამ New York Times-ს განუცხადა, რომ დიდი ხანია ჩინეთით დაინტერესებულია, თუმცა აღნიშნულ აპლიკაციასთან მისი კავშირის დადასტურებისგან თავი შეიკავა. 

ჩინეთში ინტერნეტი მკაცრი ცენზურით კონტროლდება. ქვეყანაში აკრძალულია მობილური აპლიკაციების უმრავლესობა. Facebook-ი კი ჩინეთში 2009 წელს დაბლოკეს.

კომენტარები ()