imedi /  12 აგვისტო 2017, 20:32 / სანდო წყარო

დღეს მსოფლიო ვარსკვლავთცვენას დაინახავს

მეტეორული წვიმა "პერსეიდი" 2017 წლის პიკს დღეს ღამით მიაღწევს და მის დანახვას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეძლებენ. ამის შესახებ BBC წერს. 

"ვარსკვლავთცვენა" ყოველ წელს ივლისიდან აგვისტოს შუალედში ხდება. ამ პერიოდში დედამიწა ჩაუვლის ნამსხვრევებს, რომლებიც კომეტა Swift-Tuttle-თან არიან დაკავშირებული. თავად კომეტა 133 წელიწადში ერთხელ უახლოვდება დედამიწას, ხოლო მისი ნამსხვრევები და მტვერი პლანეტას ყოველ წელს ხვდება.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წინა წლებთან შედარებით მისი დანახვა რთული იქნება, რადგან მთვარის ზომა 3/4-ით სავსე იქნება.

საქართველოს ცაზე ამ მოვლენის დანახვას ღამის 2 საათისთვის შეძლებთ.

კომენტარები ()