imedi /  13 აგვისტო 2017, 18:12 / სანდო წყარო

ბოტმა Dota 2-ის პროფესიონალი მოთამაშე დაამარცხა

არაკომერციულმა კვლევითმა ორგანიზაციამ OpenAi ხელოვნური ინტელექტი წარმოადგინა, რომელმაც პოპულარული კომპიუტერული თამაშის Dota 2-ის პროფესიონალი მოთამაშის დამარცხება შეძლო. შოუ-მატჩი ტურნირის The International 2017 ფარგლებში გაიმართა. 

მატჩი "ერთი ერთზეს" წესებით გაიმართა. შედეგად ბოტმა პროფესიონალ მოთამაშეს ანგარიშით 2:0 მოუგო.

Dota 2 კომპიუტერული თამაშია, რომელიც რეალურ დროში სტრატეგიის ელემენტებსა და საროლო თამაშებს აერთიანებს.თითოეულ პერსონაჟს შესაძლებლობების უნიკალური ნაკრები აქვს, რომლის გაუმჯობესებაც შეუძლია.

კომენტარები ()