06 თებერვალი 2017, 18:28 / სანდო წყარო

იაპონურმა კოსმოსურმა ხომალდმა მისია ვერ შეასრულა

იაპონურმა სატვირთო კოსმოსურმა ხომალდმა "კონოტორი 6"-მა დაკისრებული მისა ვერ შეასრულა. ამის შესახებ გამოცემა NHK-ი იტყობინება.

ხომალდს კოსმოსური ნაგავი უნდა შეეგროვებინა. მისიის შესასრულებლად კოსმოსურ აპარატს 700 მეტრის ლითონის კაბელი უნდა ჩამოეშვა, რომელიც ელექტრონული მუხტით ორბიტაზე მოძრავ კოსმოსურ ნაგავს შეაჩერებდა.

"კონოტორი 6"-მა სტარტი ტენგასიმას კოსმოდრომიდან 9 დეკემბერს აიღო. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მან სურსათი, წყალი, მცირე გაბარიტის თანამგზავრები და ახალი ელექტროდამტენები აიტანა.

კომენტარები ()