sciencedirect.com /  10 თებერვალი 2017, 19:52 / სანდო წყარო

იაპონიაში ყვავილებს დრონებით დაამტვერიანებენ

იაპონიის ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა უნიკალური მეთოდი შეიმუშავეს, რომლის მეშვეობითაც ყვავილებს დრონებით დაამტვერიანებენ. ექსპერიმენტის შესახებ ჟურნალი Chem წერს.

მეცნიერებმა ექსპერიმენტისთვის ვინილის მონომერის იონური სითხე გამოიყენეს, რომელსაც მტვრის გადატანა შეუძლია. PXY CAM-ის კვადროკოპტერის ძირზე მათ ბამბის ზოლი მიამაგრეს, რომელიც იონური სითხით იყო გაჟღენთილი. დრონები ქვედა კორპუსით ყვავილებს ეხებოდა, რის შედეგადაც ბამბა ყვავილის მტვერს იკრავდა. ამ გზით რამდენიმე ათეული ყვავილის დამტვერიანება მოხერხდა.

დამტვერიანების ხელოვნურ მეთოდს მოწინააღმდეგეები უკვე გამოუჩნდა. ცნობილი ბიოლოგის, დეივ გოულსონის თქმით, მეცნიერები ფუტკრების გადაშენების მიზეზების შესწავლაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებული და არა ხელოვნურ დამტვერიანებაზე.

დღემდე ყვავილების მთავარ დამამტვერიანებლად ფუტკრები ითვლებოდნენ, რომელთა პოპულაციაც ბოლო 2 წლის განმავლობაში 42 პროცენტით შემცირდა.

კომენტარები ()