imedi /  15 თებერვალი 2017, 15:50 / სანდო წყარო

ლეგენდარული Nokia 3310 ისევ გაიყიდება

Nokia 3310

კომპანია Nokia ერთ-ერთ ყველაზე გამძლე აპარატად აღიარებულ მობილურ ტელეფონს ახლიდან გამოუშვებს. მისი საბაზრო ღირებულება 59 ევრო იქნება და სავარაუდოდ, მომავალი თვიდან გაიყიდება. ინფორმაციას გამოცემა The Independet-ი ავრცელებს. 

Nokia 3310 მსოფლიო ბაზარზე პირველად 17 წლის წინ, 2000 წელს გამოჩნდა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რამდენიმე დღის წინ ტელეფონი ბრიტანული მედიის ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. ჟურნალისტებმა იპოვეს ადამიანი, რომელიც, 2000 წლიდან დღემდე, Nokia 3310-ს იყენებს.

კომენტარები ()