imedi /  15 თებერვალი 2017, 17:55 / სანდო წყარო

Amazon-მა ამანათების პარაშუტით მიწოდება დააპატენტა

ონლაინ გაყიდვებში მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანია Amazon-მა დრონის გამოყენებით ამანათების პარაშუტით მიწოდების იდეა დააპატენტა. ინფორმაციას ამერიკის პატენტისა და სავაჭრო მარკის ბიურო ადასტურებს.

კომპანია განმარტავს, რომ ჩვეულებრივი პარაშუტები მათ მიზნებს ვერ შეასრულებს, ამიტომ 2016 წლის ბოლოს, Amazon-მა დააპატენტა „მფრინავი საწყობის“ იდეა, რომელსაც დრონი-კურიერებისთვის შექმნიან.

„მფრინავი საწყობს“ დირიჟაბლის სახე ექნება, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან 13.716 კმ-ის სიმაღლეზე იფრენს. როდესაც კლიენტი შეუკვეთავს პროდუქტს, დრონი-კურიერი აიღებს საწყობიდან ნივთს და გადააფრენს დამკვეთთან.

კომპანია Amazon-ი ბაზარზე 1995 წლიდან ოპერირებს და დღეს, მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ საცალო ვაჭრობის ლიდერია. აშშ-ის გარდა, კომპანიას წარმომადგენლები ჰყავს კანადაში, ბრაზილიაში, იაპონიასა და ევროპის ქვეყნებში.

კომენტარები ()