imedi /  16 თებერვალი 2017, 15:11 / სანდო წყარო

უინსტონ ჩერჩილის ესე უცხოპლანეტელებზე აშშ-ში იპოვეს

უინსტონ ჩერჩილი

აშშ-ში უინსტონ ჩერჩილის სახელობის ნაციონალურმა მუზეუმმა ჩერჩილის 11 გვერდიანი ესე იპოვა,სადაც ის უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ წერს. ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა Nature-ი.

1939 წელს ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა დაწერა ესე, სახელწოდებით -„მარტო ვართ სამყაროში?“. 1950 წლამდე ეს ჩანაწერი არ გამოუქვეყნებიათ, მაგრამ ჩერჩილის ჩასწორებების შემდეგ ის აღარ გაასაჯაროეს.

მუზეუმის დირექტორმა ესე ებრაელ ასტროფიზიკოს მარიო ლიბიოს გადასცა. მისი თქმით, კარგი იქნებოდა ამ ჩანაწერის გამოქვეყნება, მაგრამ ამით საავტორო უფლებები დაირღვეოდა. მიუხედავად ამისა, მისი ისტორიული მნიშვნელობის გამო უახლოეს მომავალში ესე შესაძლებელია ფართო საზოგადოებამ იხილოს. 

ჩერჩილი სიცოცხლეშივე მეცნიერების მიმართ დიდ ინტერეს იჩენდა. ის იყო ბრიტანეთის პირველი პრემიერმინისტრი, რომელსაც მეცნიერების დარგში მრჩეველი ჰყავდა. 

კომენტარები ()