ტექნოლოგიები

imedi /  17 თებერვალი 2017, 15:25 / სანდო წყარო

გეოლოგებმა მერვე კონტინენტი აღმოაჩინეს

ახალი ზელანდია

ავსტრალიელ გეოლოგებს მიაჩნიათ, რომ ახალი ზელანდია და მასში შემავალი მიწის ქერქი, ცალკე კონტინეტს წარმოადგენს. კვლევას ვრცლად ჟურნალი Nature-ი აქვეყნებს.

ახალი კონტინენტის მასშტაბი 5 მლნ. კვადრატულ კილომეტრია. მისი უმეტესი ნაწილი, დაახლოებით 94%, წყლისქვეშ მდებარეობს.

მეცნიერების მონაცემებით,ზელანდია, უძველეს სუპერკონტინენტ გონდოვანს, 100 მილიონი წლის წინ ჩამოცილდა, რასაც მიწის დეფორმაცია მოჰყვა და ამის შედეგად, ქერქის დიდი ნაწილი წყლისქვეშ აღმოჩნდა.

მეცნიერები აპირებენ დააკანონონ მე-8 კონტინენტი დანარჩენ 7-თან(ევროპა, აზია, აფრიკა, ავსტრალია, ანტარქტიდა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა)ერთად. 

კომენტარები ()