ტექნოლოგიები

imedi /  17 თებერვალი 2017, 16:06 / სანდო წყარო

დეპრესიულ ადამიანებს მეცნიერებისთვის ტვინის დატოვებას სთხოვენ

მეცნიერები, ფსიქიკური დაავადებების (დეპრესია, პოსტ-ტრამვატული სტრესი და სხვ.) მქონე ადამიანებს სთხოვენ სიკვდილის შემდეგ თავიანთი ტვინი მეცნიერებას დაუტოვონ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მეცნიერების თქმით, ეს აუცილებელია ფსიქიკური და ნერვული აშლილობის წინააღმდეგ ახალი წამლების შემუშავებისთვის, მათ შორის, პარკინსონის და ალცჰემერის დაავადებების სამკურნალოდ.

ამჟამად, ჰარვარდის კვლევით ცენტრში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი„ტვინის ბანკია“, 3 000-მდე ტვინის ნიმუში ინახება.

ცენტრის მკლვევარების თქმით, ტვინის ქსოვილების შესასწავლად თითქმის ყველა ინსტრუმენტი გააჩნიათ - „რაც გვაკლია, ეს არის ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანების ქსოვილები, რომელიც დეტალურად უნდა გამოვიკვლიოთ“. 

კომენტარები ()