imedi /  17 თებერვალი 2017, 16:51 / სანდო წყარო

კვლევა: როდის გვშველის სიგარეტის კვამლი

Journal of Biological Chemistry-მ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც აღწერილია ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სიგარეტის კვამლი ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენას არ ახდენს. კვლევა ანემიით გენეტიკურად დაავადებულ გერმანელ კაცზე ჩატარდა, რომელიც მოწევამ დაავადების სიმპტომებისგან იხსნა.

თავდაპირველად რკინადეფიციტური ანემია გერმანელის ქალიშვილს დაუდგინდა. როგორც აღმოჩნდა, დაავადება გენის მუტაციამ გამოიწვია. დაავადების გამო ჰემოგლობინი O2-თან რეაქციაში შესუსტდა და ამის გამო სისხლის წითელი უჯრედები, ერითროციტები სხვა უჯრედებს ჟანგბადით საკმარისად ვეღარ კვებავდა.

გოგოს მამას ანემია არ აწუხებდა, რადგან მწეველი იყო და მისი ჰემოგლობინის სტაბილიზაციას მხუთავი აირი უწყობდა ხელს.

თამბაქოს მოწევის გამო მსოფლიოში 8 წამში ერთხელ საშუალოდ 1 ადამიანი კვდება. წლიური ანგარიშით, სიგარეტის გამო 5 მილიონი ადამიანი იღუპება. 

კომენტარები ()