imedi /  17 თებერვალი 2017, 18:39 / სანდო წყარო

Samsung-ის ფეთქებად ბატარეებს Sony გადაარჩენს

Samsung-მა Galaxy S8-ს აკუმულატორების მომწოდებლად კომპანია Sony აირჩია. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

მედიის ცნობით, Sony-ს ბატარეებზე პასუხისმგებელმა ქვედანაყოფმა შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა.

9 თებერვალს, ჩინეთში, Galaxy Note 7-ის აკულუმატორების მსგავსად, ცეცხლი გაუჩნდა მის მწარმოებელ ქარხანასაც. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ხანძარი თავდაპირველად დეფექტური აკუმულატორების ნაწილს გაუჩნდა.

Galaxy Note 7-ის მოდელი ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. გამოშვებიდან ორ თვეში მისი აალების მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც კორპორაციამ წარმოება ჯერ დროებით შეაჩერა, შემდეგ კი, საერთოდ, შეწყვიტა. 

 

კომენტარები ()