imedi /  22 თებერვალი 2017, 00:03 / სანდო წყარო

პლუტონი შესაძლოა ისევ პლანეტა გახდეს

პლუტონი

Nasa-ს მისიის New Horizons-ის ხელმძღვანელმა, ალან სტერნმა, საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირს (МАС)-ს ახალი შეთავაზებით მიმართა, რომელშიც სიტყვა „პლანეტის“ მნიშვნელობის შეცვლაზე ისაუბრა. სპეციალისტების აზრით, ამ სიტყვის განზოგადებით შესაძლებელი გახდება პლუტონისთვის პლანეტის სტატუსის დაბრუნება, რომელიც მას 2006 წლამდე ჰქონდა. ამის შესახებ წერს ვებგვერდი Gizmodo.

სტერნს მიაჩნია, რომ პლანეტად უნდა ჩაითვალოს ნებისმიერი ობიექტი, სადაც ბირთვული სინთეზი არ მომხდარა და გააჩნია საკმარისი გრავიტაცია იმისათვის, რომ სფერული ფორმა მიიღოს.

მეცნიერი არ ითვალისწინებს პლუტონის ორბიტის სპეციფიკას და პლანეტური ნარჩენებისგან დასუფთავების უუნარობას მზის სისტემის ფორმირების პერიოდში.

Nasa-ს სპეციალისტების აზრით, ციური სხეულის კრიტერიუმი განისაზღვრება მისი მზიდან დაშორების მანძილით. დაუშვათ, თუ დედამიწას ნეპტუნის შემდეგ განვაწესებთ, ის ვერ შეძლებს თავისი ორბიტის გასუფთავებას და ამიტომაც პლანეტად აღარ ჩაითვლება.

ორბიტის გასუფთავების პირობის შეცვლის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება პლუტონი ისევ პლანეტად იქცეს, ისევე როგორც ბუნებრივი თანამგზავრები, მათ შორის მთვარეც.

კომენტარები ()