imedi /  06 მარტი 2017, 14:16 / სანდო წყარო

გალაქტიკის ყველაზე დიდი ვარსკვლავის ფოტო გადაიღეს

ორბიტაზე გატანილმა კოსმოსურმა ტელესკოპმა “ჰაბლიმ“ ირმის ნახტომის გალაქტიკის ყველაზე დიდი ვარსკვლავი Westerlund 1-26 დააფიქსირა. ინფორმაციას Spacetelescope-ი ავრცელებს.

მეცნიერების თქმით, Westerlund-ი ათასობით ახალგაზრდა ვარსკვლავის ცენტრშია მოთავსებული, რომელთა ასაკი, სულ რაღაც, 4-5 მილიონი წელია. ამ „ვარსკვლავურ ოჯახში“ არის რამდენიმე ყვითელი სუპერგიგანტი, წითელი ჰიპერგიგანტი და ჩვეულებრივი გიგანტი, რომელთა მასა მზეს ასჯერ აღემატება.

როგორც წესი, დიდი მნათობები სხვა ვარსკვლავებთან შედარებით, დიდხანს არ ცოცხლობენ. სწორედ ასეთი „ახალგაზრდა“ ვარსვლავია წითელი ჰიპერგიგანტი Westerlund 1-26.

 

კომენტარები ()