imedi /  07 მარტი 2017, 11:11 / სანდო წყარო

სტიქიების მონიტორინგისთვის დედამიწის ორბიტაზე მეორე თანამგზავრი გაუშვეს

დედამიწაზე დაკვირვების პროგრამის ფარგლებში ორბიტაზე მეორე თანამგზავრი Sentinel-2B გაუშვეს. ინფორმაციას Space.com ავრცელებს. 

კოსმოსურ აპარატი ფრანგული გვინეის კოსმოდრომიდან აფრინდა. თანამგზავრის საშუალებით შესაძლებელი იქნება სტიქიური უბედურებების მონიტორინგი. მეცნიერების თქმით, ხომალდი მათ ასევე დაეხმარება დედამიწის რესურსების, მცენარეების, ტყეებისა და წყლის გამოყენებაზე მონიტორინგის ჩატარებაში.

პროექტი ევროპის კომისიისა და ევროპული კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი ხელმძღვანელობით ხორციელდება.

კომენტარები ()