imedi /  07 მარტი 2017, 15:52 / სანდო წყარო

ჩინეთში Tesla-ს 2 ელექტრომობილს ცეცხლი გაუჩნდა

Model S

Tesla-ს ორი ელექტრომობილი, შანხაიში, ელექტრომობილების დასატენ ადგილას დაიწვა. ინფორმაციას China Money Network ავრცელებს. 

ცეცხლი ჯერ ერთ მანქანას გაუჩნდა, რომელიც მეორე ელექტრომობილზეც გადავიდა. ჯერ-ჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არაა. გამოცემის თანახმად, Model S-ის მანქანა დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა სადგომზე, თუმცა უცნობია იყო თუ არა ის ელექტროწყაროზე დასატენად მიერთებული. 

კომპანია Tesla Model S-ის ტიპის ელექტრომობილებს 2012 წლიდან უშვებს. ამ დროისთვის უკვე გაყიდულია 150 ათასამდე ელექტრომობილი და მათგან მხოლოდ 2 დაიწვა ქარხნული დეფექტის გამო. 

ერთი შემთხვევა 2016 წელს მოხდა ნორვეგიაში, როდესაც ელექტრომობილი დენის წყაროში იყო შეერთებული, მოკლე ჩართვა მოხდა, რამაც მანქანაში ცეცხლი გააჩნია. მეორე შემთხვევა კი, 2016 წელს სატესტო მგზავრობის დროს მოხდა საფრანგეთში. 

 

კომენტარები ()