imedi /  08 მარტი 2017, 00:55 / სანდო წყარო

მეცნიერებმა ავტომობილის ყველაზე სახიფათო ფერი დაასახელეს

სინგაპურელმა, ჩინელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ტაქსის ყველაზე სახიფათო ფერი დაასახელეს. შესაბამისი კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

სპეციალისტების დათვლით, ათასი მანქანიდან ავარიაში მოხვედრის ალბათობა ლურჯი ფერის ავტომობილით 9%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ყვითელი ფერის ტრანსპორტით. მეცნიერები მიზეზს იმაში ხედავენ, რომ ლურჯი მანქანები ნაკლებად შესამჩევია, ვიდრე ყვითელი.

ექსპერტები სამი წლის განმავლობაში, სინგაპურში ტაქსის ყველაზე მსხვილ ქსელში ავარიის შემთხვევის ყოველთვიურ სტატისტიკას სწავლობდნენ.

მეცნიერები ამბობენ, რომ მათი კვლევა ხაზს უსვამს ავტომობილის ფერის სწორად შერჩევის მნიშვნელობას, რაც რემონტის ხარჯებსაც შეამცირებს და უბედური შემთხვევების რიცხვსაც.

კომენტარები ()