imedi /  10 მარტი 2017, 16:10 / სანდო წყარო

სატურნის მახლობლად "კოსმოსური პელმენი“ დააფიქსირეს

NASA-ს კოსმიურმა ზონდმა „კასინმა“ სატურნის ერთ-ერთი უჩვეულო ფორმის თანამგზავრის ფოტო გადაიღო. ციური სხეულის სურათებს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

გამოცემა Business Insider-ი თანამგზავრს „ნიუ-იორკის ზომის გაყინულ რავიოლის“ ამსგავსებს, თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მას „კოსმოსური პელმენი უწოდეს“.

სპეციალისტების ცდილობენ დაადგინონ „პელმენის“ წარმოქმნის დეტალები.

პლანეტათაშორისი  სადგური „კასინი“ 1997 წელს გაეშვა და სატურნის სისტემას 2004 წელს მიაღწია. მისი მისია პლანეტის რგოლების სტრუქტურის შესწავლაა. 

კომენტარები ()