imedi /  12 მარტი 2017, 22:15 / სანდო წყარო

თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად დასახელდა

შორ მანძილებზე სამოგზაუროდ თვითმფრინავი კვლავ ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად რჩება, - იუწყება საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA).

IATA-ს ექსპერტებმა 2016 წელს კომერციულ ავიაციაში ინციდენტებთან დაკავშირებული სიტუაცია შეისწავლეს. გაირკვა, რომ დროის ამ პერიოდში თვითმფრინავებთან დაკავშირებული ყველა სახის ინციდენტის საშუალო სიხშირე მილიონ რეისზე 1,61 შემთხვევაა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე (1,79) ნაკლებია.  

გარდა ამისა, 2016 წელს 10 ავიაკატასტროფა მოხდა, რომელშიც 268 ადამიანი დაიღუპა, რაც 2011-2015 წლების საშუალო მაჩვენებელზე ნაკლებია.

ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, შარშან 3,8 მილიარდმა ადამიანმა მშვიდობიანად იმოგზაურა 40,4 მილიონი რეისით. შესაბამისად, სტატისტიკა მოწმობს, რომ შორ მანძილზე თვითმფრინავებით მოგზაურობა ყველაზე უსაფრთხოა.

კომენტარები ()