imedi /  13 მარტი 2017, 16:00 / სანდო წყარო

იაპონიაში მცურავ კაფსულა-სასტუმროებს ააშენებენ

იაპონიაში, მალე, მცურავ სასტუმროებს ააშენებენ, რომელიც კაფსულის ფორმის იქნება. ერთ კაფსულა-სასტუმროში 4 ადამიანი შეძლებს განთავსებას. ინფორმაციას The Japan Times ავრცელებს. 

ორსართულიან კაფსულა-სასტუმროში ერთი დღე-ღამის ღირებულება 264-352 დოლარი იქნება. 

კაფსულა-სასტუმროებს 2017 წლის ბოლომდე Huis Ten Bosch ააშენებს და ისინი ნაგასაკის რეგიონთან მდებარე დაუსახლებელ სანაპიროზე, ქალაქ სასებოსთან ახლოს იცურავებენ. 

2015 წელს ქალაქ სასებოში Huis Ten Bosch-ის მიერ აშენებულ სასტუმროში, პირველად მსოფლიოში, კლიენტებს რობოტები ემსახურებოდნენ. 

 

 

კომენტარები ()