imedi /  13 მარტი 2017, 16:08 / სანდო წყარო

ახალგაზრდების უცაბედი სიკვდილის მიზეზი დასახელდა

კანადის, სამხრეთ-აფრიკისა და იტალიის მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც ახალგაზრდების, განსაკუთრებით სპორტსმენების, უცაბედ სიკვდილს იწვევს. სტატიას ვრცლად გამოცემა EurekAlert!-ი აქვეყნებს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მუტაციური გენი, CDH2-ით აღინიშნება. ის მემკვიდრეობითი დაავადება და იწვევს გულის პარკუჭის არითმიას. CDH2-ი გულის კუნთის უჯრედების დამაკავშირებელ მთავარ ცილას ბლოკავს და ამის გამო, ამ მუტაციური გენის მქონე ადამიანებს არითმოგენული დისპლაზიის დაავება სჭირთ. 

მეცნიერების აზრით, სწორედ ეს პათოლოგია იწვევს ჯანმრთელი ადამიანების სიკვდილს 35 წლამდე.

 

კომენტარები ()