imedi /  13 მარტი 2017, 17:04 / სანდო წყარო

Airbus-მა მფრინავი ავტომობილი შექმნა

ავიასაწარმო Airbus-მა ჟენევის ავტო შოუზე მფრინავი მანქანის კონცეფცია წარმოადგინა, რომელმაც შესაძლოა გზებზე წარმოქმნილი საცობის პრობლემა გადაჭრას. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

კონცეფციის თანახმად, მანქანის სალონი ორ ადამიანზეა გათვლილი. თავად ავტომობილს გზაზე ჩვეულებრივ გადაადგილება შეეძლება, გადატვირთული მოძრაობის დროს კი ფრენით გააგრძელებს გზას. 

რაც შეეხება მანქანის ტექნიკურ ნაწილს. ჰაერში გადაადგილების შემთხვევაში, მანქანის თავზე დრონი განთავსდება, რომელიც მას აფრენაში დაეხმარება. მისი სიჩქარე 100 კმ/საათი იქნება და მოძრაობისთვის საწვავის ნაცვლად ელექტროენერგიას გამოიყენებს. 

მფრინავი ავტომობილის დიზაინი კომპანია Airbus-მა Italdesign-ს დაუკვეთა. კომპანიის წარმომადგენლების თანახმად, მფრინავი მანქანა 2024-20027 წლებში შემოვა ბაზარზე. 

კომენტარები ()